ლაგოდეხში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობა აღნიშნება.