გოგი წულაიამ ,,კომენდანტის საათი" დაარღვია

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ,,კომენდანტის საათი" დაარღვია. 

პოლიტიკოსმა პროტესტის ნიშნად დაუმორჩილებლობა გამოაცხადა.

წულაია ამბობს, რომ სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკური ნიშნით დაჯარიმებულს და არ ემორჩილება ,,ქართული ოცნების" უკანონო შეზღუდვებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდცველები, თუმცა მათ წულაია არ დაუჯარიმებიათ.

გოგი წულაიას თქმით, სამართალდამცველებმა საჯაროდ მისი დაჯარიმება ვერ გაბედეს და სავარაუდოდ, ჯარიმას სახლში გაუგზავნიან.