ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად 60 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.