ლანჩხუთში ტრაილერი გზიდან გადავარდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ტრაილერი გზიდან გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.

ავტომობილის მძღოლი უვნებლად გადარჩა, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. საგზაო ინციდენტის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ.