ლარი დოლარსა და ევროსთან მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2993 ლარი ეღირება, ევრო – 4.0420 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6735 ლარი.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.3126 ლარი ღირდა, ევრო – 4.0473 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.6820 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 26 მაისს შევა.