ლენტეხში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა

ლენტეხში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები 53 წლის კაცის ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განმარტებით, 53 წლის კაცი ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება. ეპიდემიოლოგემა აღნიშნული პაციენტის 50-მდე კონტაქტი გამოავლინეს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადება ჯერჯერობით არ იგეგმება, თუმცა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი.