ლენტეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - PHOTO

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქელეშბი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს პირველად დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევს.