ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი აქვთ

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დეპუტატისა და მისი მეუღლის პირველ ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ინფორმაციას დეპუტატის მეუღლე ადასტურებს.