ლევან რატიანი: ახალშობილების მდგომარეობა მძიმეა მაგრამ მართვადი - VIDEO

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ჩვილის მდგომარეობა მძიმეა თუმცა მართვადი. ამის შესახებ განცხადება კლინიკის ხელმძღვანელმა გააკეთა. ლევან რატიანის თქმით ჩვილები მარნეულის და ბოლნისის კლასტერებიდან არიან გადმოყვანილი. ახალშობილებს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სამი ჩვილიდან, ერთის ანალიზის პასუხი ცნობილია. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორი ჩვილის ანალიზის პასუხს ამ საღამოს ელოდებიან.

რაც შეეხება ორსულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.