ლევან რატიანი: ორსულ პაციენტებს მკურნალობა არ უტარდებათ - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი შეიყვანეს, - ამის შესახებ განცხადება ლევან რატიანმა გააკეთა. კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით ამ დროისთვის დაწესებულებაში 58 ინფიცირებული მკურნალობს. დღეს კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს. გარდა ამისა კლინიკა 10 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება. თუ ყველა მათგანი უარყოფითი იქნება, 10 პირი საავადმყოფოს დატოვებს. 

რეანიმაციაში რჩება 3 პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება ინფიცირებული ორსულებს, ლევან რატიანის თქმით მათთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ამიტომ პაციენტებს არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ.