ლევან ვასაძეს ზუგდიდში კლემენტი კეკუტია შეხვდა

ბიზნესმენმა და უკვე პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრა წინასაარჩევნო ხასიათს არ ატარებს და უბრალოდ მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა. ასევე, საკუთარ ხედვებს უზიარებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ადგილზე გამოჩნდა ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია. ის მიესალმა ლევან ვასაძეს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრაზე შემთხვევით აღმოჩნდა. ზუგდიდელმა ბიზნესმენმა თქვა, რომ ის ლევან ვასაძეს იცნობს.