,,ლუგარიდან" თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 10 პაციენტის პასუხს ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 10 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

კლინიკაში 39 პაციენტია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი კახა ბეროზაშვილი აცხადებს, მათგან 9 რეანიმაციაშია მოთავსებული.

,,სტაციონარში არის 39 პაციენტი, აქედან 30 სომატურ განყოფილებაში, ხოლო 9 რეანიმაციაშია. მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა და ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. მიღებული 29 პასუხიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი, რომელიც სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი სამკურნალოდ. ველოდებით კიდევ 10 პასუხს", - განაცხადა კახა ბეროზაშვილმა. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით, ამ ეტაპზე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.