ლილოს ბაზრობაზე ხანძარია

ლილოს ბაზრობაზე ხანძარია. ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 9 ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. 

მათივე განმარტებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.