ლილოს დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ლილოს დასახლებაში ე.წ ბარაკის ტიპის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

უწყების ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.