ლიპყინულის გამო ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე რამდენიმე ავარია მოხდა

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე გზის მოყინვის გამო რამდენიმე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა რამდენიმე ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. 

ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია, რომელიც ავტომობილების ნაკადს აკონტროლებს.