ლისის ტბის მიმდებარედ ძლიერი ხანძარია

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ლისის ტბის მიმდებარედ, ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაჩნდა.

ამ წუთებში ადგილზე რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს, მიმდინარეობს დამატებითი ერთეულების მობილიზება.