საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214 გახდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში - 4559, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.