მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდები აღდგება - VIDEO

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 18 მაისიდან ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. 

,,იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით",- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.