,,მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა" - პატრიარქი სამადლობელს ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამადლობელს ავრცელებს. 

,,მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისათვის. 

რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, - ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს, მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. 

ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში. თქვენთვის მლოცველი ილია მეორე", - აღნიშნულია სამადლობელში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 4 იანვარს 88 წელი შეუსრულდა.