მაღალი ტემპერატურის გამო, გამოცდაზე ორი აბიტურიენტი არ დაუშვეს

მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიან ეროვნული გამოცდებზე ორი აბიტურიენტი არ დაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცდაზე ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ხოლო საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი გამოცხადდა.

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი, დაიგვიანა ორმა და მაღალი სიცხის გამო არ დაიშვა ორი აბიტურიენტი. ხვალ, 7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება", - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.