მაგისტრალზე სამშენებლო მასალებით დატვირთული სატვირთო ამობრუნდა

რუსთავი - თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და სამშენებლო მასალებით დატვირთული სატვირთო შეეჯახა.

ინციდენტის დროს სატვირთო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. სამშენებლო მასალა კი გზაზე გაიფანტა. 

როგორც report.ge-ს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.