მამაკაცი მანქანიდან ბოთლებს მდინარეში ყრის - შემზარავი ვიდეო, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გარემოს დაბინძურების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ამ დრომდე უცნობი პიროვნება ფურგონიანი მანქანიდან პლასტმასის ბოთლებს ყრის და შემდეგ მდინარეში უშვებს. 

ვიდეოს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა დაწყებულია. დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე გავავრცელებთ.