მამაკაცი, რომელიც სახურავიდან ხტებოდა, უვნებლად ჩამოიყვანეს

თბილისში, სამგორის რაიონში პოლიციამ სუიციდის ფაქტი აღკვეთა. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე იმყოფებოდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. ის სახურავიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უვნებლად ჩამოიყვანეს. 

რა გახდა თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.