მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, რუსთავში იპოვეს

69 წლის მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, იპოვეს. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა  პოლიციას შეატყობინა. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ინფორმაციის მიღებისთანავე შეიქმნა სამძებრო ჯგუფი და დაიწყო ძებნის ღონისძიებები. 

ნოდარ ბაძაღუა რუსთავში, ინტერნატის დასახლებაში მოქალაქემ იპოვა. 

ის თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.