მანავის გზატკეცილზე ტრაილერი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მარტყოფი-მანავის გზატკეცილზე-ე.წ. შემოვლით გზაზე ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

სატვირთო ავტომობილი ამწეთი ამოიტანეს.