მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა - დაშავებულია ორი ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან მანქანა გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი მანქანიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.