მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი

ვანის რაიონის სოფელ სალხინოსთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.