მარინა ეზუგბაია აჭარაში ეპიდსიტუაციას ეცნობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორი, აჭარის ადგილობრივი მთავრობის მიწვევით, არსებულ ეპიდსიტუაციას ადგილზე გაეცნობა. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, რეგულაციების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.

„ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის," - განაცხადა ეზუგბაიამ.