მარინა ეზუგბაია: პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მოსალოდნელია ფატალური შედეგიც - LIVE

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით ქალბატონს აქვს თანდაყოლილი დაავადება, რასაც ემატება ასაკი. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პაციენტის შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები და ფატალური შედეგიც კი.  რაც შეეხება სხვა დაინფიცირებულებს, მათგან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დანარჩენების შემთხვევაში კორონავირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.