მარინა ეზუგბაია: სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - VIDEO

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 33 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას თქმით ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მოთავსებულია ასევე თბილისის ინფექციურ კლინიკაში და მისი მდგომარეობა არ ფასდება პრობლემურად.

შეგახსენებთ, რომ დღის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 პაციენტით გაიზარდა. მათგან ორი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული 70 პაციენტია რეგისტრირებული.