მარინა ეზუგბაია ახალი შემთხვევების წყაროს ასახელებს - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შემთხვევების წყაროს ასახელებს. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია და მის დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 23 აჭარას უკავშირდება.

,,45 ახალი შემთხვევიდან 3 ,,დონას” კლასტერია, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 სამედიცინო პერსონალია – ,,ავერსის" კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა და ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 12 შემთხვევა არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით. 5 არის ჯგუფური შემთხვევა – ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 1321 გახდა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.