მარნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა

მარნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს ეკიდა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.