მარნეულის კლინიკაში სხვა დიაგნოზით მყოფ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა მარნეულში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა "ჯეო-ჰოსპიტალსში" დაადასტურეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ტატა შენგელიამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის, საავადმყოფოს დეზინფექცია უტარდება. აქ ელოდებიან დაავადებათა კონტროლის ცენტიდან ეპიდემიოლოგებსაც. 

Report.ge-ს წყაროს ცნობით, პაციენტი კლინიკაში სამკურნალოდ სხვა დიაგნოზით 18 მარტს მივიდა, თუმცა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 

კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტს მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის გამოცდილება არ აქვს. მიმდინარეობს დაინფიცირების წყაროს მოკვლევა.