მარნეულში აზერბაიჯანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მარნეულის ცენტრში ადგილობრივმა მოსახლეობამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდამჭერი აქცია გამართა სახელწოდებით,- ყარაბაღი აზერბაიჯანია! აქცია საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანლების ინიციატივით ჩატარდა, რომლის მიზანი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა იყო.

აქცია ისმოდა შეძახილები, - გაუმარჯოს საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას!  აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ეთნიკური აზერბაიჯანლები თბილისიდან, რუსთავიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან, დმანისდან და სხვა რეგიონებიდან.