მარნეულში კორონავირუსის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

მარნეულში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც სოფელ მარადისის კლასტერია.

 დღეს დადასტურებული შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლენილი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები არიან. მათ ოჯახში სულ ექვს პირს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე 21 დღეა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. მუნიციპალიტეტში სულ 14 პირია ინფიცირებული, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა.