მარნეულში მანქანას ცეცხლი წაეკიდა

მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მანქანა დაიწვა. ცეცხლი Honda-ს მარკის ავტომანქანას მაშინ წაეკიდა, როდესაც ის მძღოლმა დაქოქა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.