,,თბილისობასთან“ დაკავშირებით ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება

„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 

აქედან გამომდინარე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები - N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება.