მარტყოფის სკოლაში პედაგოგებს და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის 9 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, ასევე ინფიცირებულია ორი მოსწავლეც. მათივე ცნობით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა.