მარტვილის მე-2 ბაღიდან საავადმყოფოში 15 ბავშვი გადაიყვანეს

მარტვილის მე-2 ბაღიდან საავადმყოფოში 15-მდე ბავშვი გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აღნიშნულია განცხადებაში.