მარტვილის სოფელ ტალერში ხანძარია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ხანძარია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის საამქროსა და ავეჯის ქარხანას უკიდია.

როგორც report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.