მარტვილში დენის დარტყმის შედეგად 26 წლის ქალი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევის შედეგად მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეხაინდრავოში 26 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით, ახალგაზრდა ქალს საკუთარი სახლის ეზოში დენმა დაარტყა. 

მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს  განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობითთ სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.