მარტვილში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ამის შესახებ report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, ტალერში ხის გადამამუშავებელ საამქროსა და ავეჯის ქარხანაში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.