მარტვილში ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ დაათვალიერა. 

"პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით ვახორციელებთ და მისი საერთო ღირებულება რვა მილიონ ლარზე მეტია", - განაცხადა მან.

რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება.