მაშველები მტკვარში კაცს ეძებენ

თბილისში, სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მაშველები მტკვარში კაცს ეძებენ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში გადახტა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მუშაობს 20-მდე მეხანძრე მაშველი, ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, მიმდინარეობს ფსკერის სკანირებაც ექოლოტის საშუალებით.