მაშველები არაგვისა და მტკვრის შესართავთან 31 წლის ქალს ამ დრომდე ეძებენ - PHOTO

მაშველები მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან 31 წლის ქალს ამ დრომდე ეძებენ. 

სავარაუდოდ, საუბარია თვითმკვლელობაზე. 

არსებული ინფორმაციით, ქალმა გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში დატოვა.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან დილის 06:30-დან სამძებრო სამუშაოები განახლდა. 

ამ დროისთვის წყალში 3 სამაშველო ნავია შესული და 15 მაშველი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სამძებრო სამუშაოებში.

მომხდარზე, ამ ეტაპისთვის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, მაშველები მცხეთაში გაუჩინარებულ ქალს მეორე დღეა ეძებენ.