მაშველებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მამაკაცი გამოიყვანეს

მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველების ჯგუფს ხანძარი დახვდა. ცეცხლი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში, ასევე, იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.