მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე სცემა, გაათავისუფლეს

მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა, სკოლიდან გაათავისუფლეს.

შემთხვევა თელავში მოხდა. გაკვეთილზე დაგვიანებით მისულ მოსწავლეს მასწავლებელმა კლასის დატოვება მოსთხოვა და ხელი ჰკრა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს და სკოლის დირექტორი თვითმხილველი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან დისციპლინურ კომიტეტს შესაბამისი რეაგირების წარდგინებით მიმართა.

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა პედაგოგი მოსწავლის მიმართ ფიზიკურ დაპირისპირებაში დამნაშავედ ცნო და გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოიტანა.