მასწავლებელთა 65% ვაქცინირებულია

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა. მათი ცნობით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.