მატარებლიდან მგზავრი საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს

ზუგდიდი-თბილისის მატარებლიდან ახალგაზრდა მამაკაცი სამტრედიასთან ჩამოსვეს. 

მგზავრი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საკარანტინე ზონაში გადაიყვანა. მამაკაცს კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

ცნობილია, რომ მამაკაცი ახალგაზრდა ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და 28 აგვისტოს თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.

როგორც მგზავრები აცხადებენ, იმ პირების საკონტაქტო ნომრები ჩაიწერეს, ვინც მამაკაცთან ერთად, ერთ ვაგონში იმყოფებოდა.