მატჩი გადაიდო - ფეხბურთელებს COVID-19 დაუდასტურდათ

ფეხბურთელებში კორონავირუსის დადასტურების გამო, მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი გადაიდო,  – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ ,,მერანის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

,,5 ნოემბერს გასამართი მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში, სადაც მარტვილის "მერანს" ბოლნისის "სიონისთვის" უნდა ემასპინძლა გადადებულია. მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაა ("მერანის" რამდენიმე ფეხბურთელს COVID -19 დაუდასტურდა). ეროვნული ლიგის გვერდზე "მერანი" - "სიონის" მატჩის ჩატარების ოფიციალურ თარიღად 25 ნოემბერია ჩანიშნული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირდნენ ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელებიც.